ამერიკული სანქციების პირველი ეფექტი - სასამართლო კლანის გავლენები სუსტდება

24.04.23 21:02
ამერიკული სანქციების პირველი ეფექტი - სასამართლო კლანის გავლენები  სუსტდება

ამერიკული სანქციების პირველი ეფექტი - სასამართლო კლანის გავლენები  სუსტდება. არაფორმალური ჯგუფის ლიდერებს მათი კოლეგები  აუმხედრდნენ. კლანის ბოიკოტის მიუხედავად  4 მოსამართლე კვალიფიკაციის ასამაღლებლად შტატებში წავიდა.  ეს კი მურუსიძე- ჩინჩალაძისთვის  მეხის გავარდნას გავს, რადგან კლანის შეფები ანტიამერიკული კამპანიის  მოკავშირეებს სისტემის შიგნით ეძებენ და  ფაქტია, რომ ვერ პოულობენ.

ახლა  კლანი  ურჩი მოსამართლეების სადამსჯელო ოპერაციისთვის ემზადება. გვირიტიშვილმა დააანონსა, რომ კოლეგების დემარშს საგანგებო განცხადებით უპასუხებდნენ, თუმცა სრული დუმილია დღეს კლანის რიგებში. არც გვრიტიშვილი გამოჩენილა, მურუსიძეც მთელი დღე საკუთარ ფეშენებელურ ვილაში  დაიმალა და  არც დაანონსებული საპასუხო განცხადება ჩანს სადმე. კლანის გავლენებს გაქცეული მოსამართლეები კი  ამბობენ, რომ ეს სისტემის არაფორმალური ჯგუფის დასასრულის დასაწყისია.

 

მსგავსი სიახლეები