სააკაშვილმა შესაბამისი მკურნალობა უნდა მიიღოს - რინკევიჩსი

25.04.23 10:57
სააკაშვილმა შესაბამისი მკურნალობა უნდა მიიღოს - რინკევიჩსი

მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი მკურნალობა უნდა მიიღოს - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრაის შემდეგ წერს.

მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ სურთ, საქართველოს მხრიდან იხილონ ევროპული ღირებულებებისადმი ჭეშმარიტი ერთგულება და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობა.

ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ დამსახურების მიხედვით შეძლოს გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. გვინდა ვიხილოთ ევროპული ღირებულებებისადმი ჭეშმარიტი ერთგულება და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობა. მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა", - წერს ედგარს რინკევიჩსი.

 

მსგავსი სიახლეები