მინისტრს მკაფიო პასუხები არ ჰქონდა, იტყუებოდა - ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის დეტალები
საქართველოს მთავრობა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შესახვედრად არაფრისმთქმელი დაპირდაპირებით ჩავიდა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ილია დარჩიალიშივლის და სამთავრობო დელეგაციის საუბრის დეტალები რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა გაარკვია.
რიკარდ იოზვიაკი "ტვ პირველს" უყვება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრაზე იტყუებოდა.
ევროული ქვეყნების ლიდერებს ილია დარჩიაშვილი ლანჩზეც შეხვდა. მათ ჰქონდათ ხანგძლივი საუბრები და მინისტრებს ჰქონდათ კითხვები იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს რეკომენდაციების შესრულება, რეფორმები. როგორც წყაროები ამბობენ, ეს საუბრები არ ყოფილა შთამბეჭდავი. განსაკუთრებით შთამბეჭდავი არ ყოფილა პასუხები, რომელიც მათთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა. მეუბნებიან, რომ ზოგიერთ თემაზე მას რეალურად არ ჰქონია მკაფიო პასუხები და იყო ტყუილებით სავსე.
ჩემი წყაროები ამბობენ, რომ რეალურად ის იტყუებოდა. პასუხობდა მათ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ვაგვარებთ ყველაფერს, მაგრამ არაფერი კონკრეტული. პასუხობდა გრძელი წინადადებებით, ხმამაღალი სიტყვებით, თუმცა რეალური შეთავაზება არაფერზე ჰქონდა. არაშთამბეჭდავი, ეს სიტყვა მოვისმინე წყაროებისგან ამ შეხვედრების შეფასებისას.
ქოლცენტრების თემა არ ყოფილა გამოყოფილი და გამოკვეთილი. შესაძლოა ისინი ამ თემას შეეხნენ მაგრამ ეს არ ყოფილა საუბრის მთავარი საგანი. იყო საუბარი სასამართლოზე, პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, ზოგიერთი კითხვა არ ეხებოდა 12 რეკომენდაციას, მაგალითად კითხვები ასევე იყო აგენტების კანონზეც. ისინი მართლაც წუხან იმაზე, თუ რა გზას დაადგა საქართველო. და ამაზე ისაუბრებენ დღეს ღარიბაშვილთანაც, რადგან ის შარლ მიშელს ხვდება.
შანსი სტატუსისა ისევ არსებობს, თუმცა ეს დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე და დარჩენილი დროც ბევრი არ არის, ამიტომ ყველაფერი მალე უნდა მოხდეს. შესაძლოა სტატუსი საქართველომ მიიღოს, თუმცა უფრო მეტი პირობით.