სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა
სუდანის დედაქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დასრულდა. დაპირისპირების ეპიცენტრიდან ისინი ნეიტრალურ ზონაში გადაიყვანეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, გადაყვანილი არიან სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში.
33 ქართველი სუდანის დედაქალში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, ისინი იმ ავიაკომპანიის თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც ფრენებს ასრულებდნენ.
შეიარაღებული დაპირისპირების დროს, დაზიანდა ავიალაინერებიც:
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საელჩოების, ჩვენი პარტნიორების, კომპანიების ჩართულობით ეს ევაკუაცია წარმატებულად განხორციელდა და ამ მომენტისთვის, სუდანში საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ იმყოფება. ყველა არის უსაფრთხოდ გამოყვანილი ამ ქვეყნიდან,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.