მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები - TI-ს კვლევა

25.04.23 12:19
მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები - TI-ს კვლევა

მოსამართლეები, მინისტრები, პარლამენტარები,ძალოვნები და სასულიერო პირებიც კი  - ყველა სავარაუდო კორუფციაშია დადანაშაულებული. საგანგაშო კვლევას "გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს".

კორუფციული გარიგებების გარდა ორგანიზაციამ ნეპოტიზმის და უსაფუძვლო გამდიდრების ფატებიც გაასაჯაროვა. ამ ყველაფერს კი გავლენიანი ორგანიზაცია პირდაპირ სახელმწიფოს მიტაცების მცდელობის  კვალიფიკაციას აძლევს. კვლევის მიხევდით დადასტურებულია, ისიც რომ ელიტური კორუფციის საქმეებზე სუსი და არცერთი საგამოძიებო უწყება არ რეაგირებს.

"ჩვენ ფოკუსს ვაკეთებთ მაღალ დონეზე კორუფციაზე, სადაც მინისტრები მინისტრის მოადგილეები და მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართულები და აქ ასეთი ფაქტი გვაქვს 109. ავიღოთ მაგალითად იგივე ჩვენი დასანქცირებული მოსამართლეების თემა, ძალიან კარგად დარწმუნებული ვარ ჩვენმა სპეცსამსახურებმაც და სხვა საგამოძიებო სამსახურებმა იცოდნენ, რომ ამ მოსამართლეებს აქვთ უზარმაზარი ქონება. არც ამაზე და არც სხვა ძალიან ბევრ გამოძიებაზე, რომელიც ჩვენს მიერ არის გაკეთებული ან ჟურნალისტების მიერ არის გაკეთებული სახელმწიფოში არ არის რეაგირება, ამიტომ ევროკავშირი თავის დროზე გვთხოვდა ეფექტური დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, თუმცა ვნახეთ, რომ ამ სამსახურს პრობლემები ექნება დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მისი ხელმძღვანელის დანიშვნა იყო პრობლემური და ფაქტიურად როგორც ჩანს და სავარაუდოდ იგი იმოქმედებს პრემიერ მინისტრის დავალებების შესაბამისად" - ამბობს ეკა გიგაური.

კვლევა ნახეთ აქ 

მსგავსი სიახლეები