ძალიან მნიშვნელოვანია, ქოლცენტრების მფლობელებისა და ხელისუფლების კავშირი დადგინდეს - იაგო ხვიჩია

25.04.23 11:59
ძალიან მნიშვნელოვანია, ქოლცენტრების მფლობელებისა და ხელისუფლების კავშირი დადგინდეს - იაგო ხვიჩია

„გირჩი“ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს. იაგო ხვიჩიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ქოლცენტრების მფლობელებისა და ხელისუფლების კავშირი დადგინდეს

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნასაც. ძალიან მნიშვნელოვანია, ქოლცენტრების მფლობელებისა და ხელისუფლების კავშირი დადგინდეს, რადგან მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების დახმარებისა და ჩარევის გარეშე ეს ამბავი არ გამოვიდოდა. ვინაიდან, მთავარი დამნაშავე, ვისაც ამ პროცესში ვეძებთ, მაინც ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, ცხადია, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ კომისია არ შეიქმნას. როგორ შეიძლება, აიხსნას ის, რომ ოპოზიციის მთავარ დონორზე ასეთი სკანდალია, ხალხი ითხოვს კომისიის შექმნას და შენ ამას არ ქმნიდე. ეს ხომ აბსურდია, თუ თავადაც არ გაქვს კუდები არეული“, - თქვა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები