IRI-ის კვლევა - მიხეილ სააკაშვილმა რეიტინგებში ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო

25.04.23 12:31
IRI-ის კვლევა - მიხეილ სააკაშვილმა რეიტინგებში ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა რეირინტინგებში ბიძინა ივანიშივლს გადასწრო. 

  • ბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა 35%-ს მოსწონს
  • მიხეილ სააკაშვილი კი 36%-ს

IRI-ის კვლევაში საქართველოს პრეზიდენტი უსწრებს პრემიერ-მინისტრის რეიტინგს: 

  • სალომე ზურაბიშვილი - 48%
  • ირაკლი ღარიბაშვილი - 43%

სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • ილია მეორე - 91%%
  • კახა კალაძე - 52%
  • სალომე ზურაბიშვილი - 48%
  • ირაკლი ღარიბაშვილი - 43%
  • გიორგი გახარია - 36%
  • მიხეილ სააკაშვილი - 36%
  • ბიძინა ივანიშვილი - 35%
  • შალვა ნათელაშვილი - 35%
  • ელენე ხოშტარია - 33%
  • გიორგი ვაშაძე - 33%
  • ალეკო ელისაშვილი - 31%
  • ირაკლი კობახიძე - 31%
  • მამუკა ხაზარაძე - 29%
  • შალვა პაპუაშვილი 27%
  • ლევან ხაბეიშვილი - 27%
  • ბადრი ჯაფარიძე - 26%
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26%
  • პეტრე ცისკარიშვილი - 19%
  • გიგა ბოკერია - 17%
  • პაატა მანჯგალაძე - 9%

IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. 

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

მსგავსი სიახლეები