IRI-ის კვლევა: მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს - ოცნება -19%, ენმ -14%
საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის ახალი კვლევა - კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, შედეგები ასე გადანაწილდა:
- ქართულ ოცნება - 19%,
- ერთიან ნაციონალურ მოძრაობა - 14%
უფრო კონკრეტულად: "საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით)" / "თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით)"
მოქალაქეების პირველი არჩევანი ასეთია:
- ქართული ოცნება - 19%
- ენმ - 14%
- გახარიას პარტია - 3%
- გირჩი-მეტი თავისუფლება - 3%
- ლეიბორისტული პარტია - 2%
- ლელო - 2%
- გირჩი - 2%
- სტრატეგია აღმაშენებელი - 2%
- ანა დოლიძის პარტია - 2%
- მოქალაქეები - 2%
- ალტ-ინფო - 1%
- დროა - 1%
- ევროპული საქართველო - 1%
- პატრიოტთა ალიანსი - <1%
- ხალხის ძალა - <1%
- სხვა - <1%
- გაფუჭებული ბიულეტენი - 11%
- არ მივცემდი ხმას - 5%
- არ ვიცი - 20%
- უარი თქვა პასუხის გაცემაზე - 7%
იმ შემთხვევაში, თუ ბიულეტენზე მათი არჩეული პარტია არ იქნებოდა:
- ქართული ოცნება - 2%
- ენმ - 3%
- გახარიას პარტია - 3%
- გირჩი-მეტი თავისუფლება - 2%
- ლეიბორისტული პარტია - 2%
- ლელო - 3%
- გირჩი - 1%
- სტრატეგია აღმაშენებელი - 4%
- ანა დოლიძის პარტია - 1%
- მოქალაქეები - 2%
- ალტ-ინფო - <1%
- დროა - 3%
- ევროპული საქართველო - <1%
- პატრიოტთა ალიანსი - 1%
- ხალხის ძალა - 2%
- სხვა - <1%
- გაფუჭებული ბიულეტენი - 6%
- არ მივცემდი ხმას - 1%
- არ ვიცი - 19%
- უარი თქვა პასუხის გაცემაზე - 2%
- მასალა განახლებადია
აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარებულია საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.