პატრიარქი, კალაძე, პრეზიდენტი - როგორ ნაწილდება რეიტინგები IRI-ის კვლევის მიხედვით
IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოწონების რეიტინგში გამოკითხულთა 91%-ით პირველ ადგილს ისევ ილია მეორეა.
შემდეგ 52%-ით მოდოს თბილისის მერი კახა კალაძე. 48%-იანი მოწონების მაჩვენებელი აქვს საქართველოს პრეზიდენტს. ზურაბიშვილის შემდეგ მოდის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.
სრული სია ასე გამოიყურება:
- ილია მეორე - 91%%
- კახა კალაძე - 52%
- სალომე ზურაბიშვილი - 48%
- ირაკლი ღარიბაშვილი - 43%
- გიორგი გახარია - 36%
- მიხეილ სააკაშვილი - 36%
- ბიძინა ივანიშვილი - 35%
- შალვა ნათელაშვილი - 35%
- ელენე ხოშტარია - 33%
- გიორგი ვაშაძე - 33%
- ალეკო ელისაშვილი - 31%
- ირაკლი კობახიძე - 31%
- მამუკა ხაზარაძე - 29%
- შალვა პაპუაშვილი 27%
- ლევან ხაბეიშვილი - 27%
- ბადრი ჯაფარიძე - 26%
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26%
- პეტრე ცისკარიშვილი - 19%
- გიგა ბოკერია - 17%
- პაატა მანჯგალაძე - 9%
IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.