სად არის პრეზიდენტი? - ოპოზიცია ეჭვობს, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილმა გააჩუმა
სად არის პრეზიდენტი? სალომზე ზურაბიშვილი დუმილის რეჟიმშია. ქვეყნის მთავარსარდალი, რომელიც ყველა პროტესტის თანამონაწილე და აქტიური მხარდამჭერი იყო, გაუჩინარებულია. ის აღარაც მედიასთან ჩნდება და აღარც კომენტარებს აკეთებს.
ზურაბშივლი აქონდროპლაზიით დაავდებული ბავშვების დედების პროტესტსაც კი არ გამოხმაურებია. ოპოზიცია ეჭვობს, რომ პრეზიდენტი ივანიშვილის მოთხოვნით გაჩუმდა.დუმილის პირობა კი მას ოლიგაქრთან შეხვდრის დროს დადებინეს.
ვერიდები სიტყვას, რომ კიდევ მის ზევით ვიღაც არის და ვიღაცამ გააჩუმა და ვირაცამ შეაშინა და ვირაცამ დათრგუნა. პატარა ბავშვი ხომ არ არის, პრეზიდენტია. მაშინ, ამ დროს უნდა გადადგე თუ ვერ ასრულებ შენს მოვალეობას დ აგაშინებენ, უნდა გამოხვიდე და გადადგე ან არ უნდა შეეგუო და იბრძოლო, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
პრეზიდენტის ქმედებებს ქვეყნისთვის დამაზიანებელს უწოდებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.
მე მიმაჩნია, რომ დამაზიანებელია, როდესაც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ხელმძღვანელი პირი პრეზიდენტის სახით ერთ კვირას აკეთებს ერთ განცხადებებს და შემდეგ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, დღის წესრიგიდან ქრება. ეს უჩენს განცდას ჩვენს მოქალაქეებსაც და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც,რ ომ მათ სანდო პარტნიორი, დღეს რაც შეეხება, ხელისუფლების წარმომადგენლებს არსად ჰყავთ. ამავე დროს, უახლოეს მომავალში იგეგმება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მას ექნება სურვილი, რომ შეხვდეს ქვეყნის პრეზიდენტსაც. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავინახოთ ქვეყნის პრეზიდენტისგან კონკრეტული ნაბიჯები, - ამბობს სალომე სამადაშვილი.