IRI: მოსახლეობის 61% სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას ემხრობა

25.04.23 13:00
IRI: მოსახლეობის 61% სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას ემხრობა

მოსახლეობის 43% მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას მხარს მტკიცედ უჭერს - ასეთი შედეგი აჩვენა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევამ რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდდა. 
 
კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • მტკიცედ უჭერს მხარს - 43%
  • გარკვეულწილად ემხრობა- 18%
  • მტკიცედ არ უჭერს მხარს- 26%
  • გარკვეულწილად არ უჭერს მხარს- 7%
  • არ სურს პასუხის გაცემა- 6% 

IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. 

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

მსგავსი სიახლეები