საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპაში ხელცარიელი ჩავიდა - სალომე სამადაშვილი

25.04.23 13:53
საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპაში ხელცარიელი ჩავიდა - სალომე სამადაშვილი

ილია დარჩიაშვილი ევროპაში ხელცარიელი ჩავიდა, - ასე შეაფასა ოპოზიციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი. "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა შანსი, დაემტკიცებინა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, რომ საქართელო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. 

ეს იყო შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ევროკავშირი წევრი სახელმწიფოები დაერწმუნებინა იმაში, რომ წარმატებით მიმდინარეობს მოთხოვნების შესრულება და შესაბამისად, შეექმნა კეთილგანწყობა, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, მაგრამ როდესაც ყველა მოთხოვნა,  ფაქტბრივად, ერთის გარდა დღემდე შეუსრულებელია და მეტიც, ხელისუფლება ყოველდღე, ფაქტობრივად,  რაღაც ახალი გეგმით გამოდის ,როგორ მოუწყოს საბოტაჟი ჩვენს დღის წესრიგს, ცხადია, რომ პოზიტიური შეფასებები ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ ხელცარიელი ჩავიდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი" - ამბობს სამადაშვილი. 

 

 

მსგავსი სიახლეები