რამდენ პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა პრორუსულია - კვლევა
ჯამში გამოკითხული მოსახლეობის 45% ამბობს, რომ მთავრობის საგარეო პოლიტიკა პრორუსული ან მეტწილად პრორუსულია - უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის მიხედვით:
- 25% მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა პრორუსულია.
- მხოლოდ 17% ამბობს, რომ მთავრობის პოლიტიკა პროდასავლურია,
- 20% ის აზრით მთავრობა უფრო პრორუსული, ვიდრე პროდასავლური,
- 21% კი ამბობს, რომ უფრო პროდასავლური, ვიდრე პრორუსული.
- 17%-მა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.