მხარს ვუჭერ პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას, ქოლ-ცენტრების თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით - ოქრიაშვილი

25.04.23 13:37
მხარს ვუჭერ პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას, ქოლ-ცენტრების თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით - ოქრიაშვილი

„ბატონი ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია“. - ამის შესახებ, "პროგრესისა და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრებზე გავრცელებულ განცხადებაშ საუბრობს.

მისი თქმით, მხარს უჭერს პარტია საქათველოსთვის ინიციატივას, რომელიც საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

მხარს ვუჭერ პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას, ქოლ-ცენტრების თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ უმრავლესობას, გაირკვეს, ვინ არის ქოლ-ცენტრების რეალური მფლობელი, რადგან როგორც ცნობილია, ეს ქოლ-ცენტრები დღესაც ფუნქციონირებს. 

პასუხი უნდა  გაეცეს მთავარ კითხვას: თუ ქოლ-ცენტრების ნაწილი ეკუთვნის ბატონ კეზერაშვილს, როგორ მოახერხა მან, ანუ საქართველოს მთავრობის მიერ ძებნაში მყოფმა ადამიანმა,  მასშტაბურ (საუბარია მილიარდებზე) კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში მონაწილეობა, ან ამ ქოლ-ცენტრების აწყობა საქართველოს ტერიტორიაზე . 

ბატონი ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია - ამ ყველაფერს ფარდა უნდა აეხადოს! ამიტომაც მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. 

მსგავსი სიახლეები