"ოცნება" თაღლითია და ამიტომ არ ენდობა ევროპა - პაატა მანჯგალაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ფასადურ რეფორმებს ატარებს და ევროპამაც კარგად იცის. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება თაღლითობს, ამიტომ მას დასავლეთი არ ენდობა.
ფაქტია, სასამართლო რეფორმა ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ფასადურია, საარჩევნო რეფორმა ფასადურია, მედიასთან დაკავშირებული საკითხები ვიცით. სად აქვს ეს პროგრესი, რომ ჰკითხავენ "ქართულ ოცნებას", "ქართული ოცნება" ამბობს, ჩვენ მოლდოვეთზე წინ ვართ უკრაინაზე წინ ვართ, შეიძლება ხარ რაღაც ტექნიკურ საკითხებში წინ, მაგრამ მოლდოვეთს თავზე არ გადაუხევია არავისთვის შარლ მიშელის დოკუმენტი, ასევე თაღლითი ხარ და ამიტომ არ გენდობიან, მეტი არაფერი არ ხდება სხვა, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.