ყოფილი და მოქმედი მძარცველები ხალხს შეხმატკბილებულად ძარცვავენ - დავით ჭიჭინაძე

25.04.23 14:13
ყოფილი და მოქმედი მძარცველები ხალხს შეხმატკბილებულად ძარცვავენ - დავით ჭიჭინაძე

"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ პროდუქტებზე ფასების კატასტროფული ზრდა ხელისუფლების მიერ ხალხის ძარცვასთან პირდაპირ კავშირშია. 

დავით ჭიჭინაძის თქმით, "ყოფილი და მოქმედი მძარცველები მოქალაქეებს უკვე შეხმატკბილებულად ძარცვავენ".  

მარტო მარტში, ინფლაცია საკვებთან მიმარტებაში 12% იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს 12 % -ს ფული მოპარეს. ამას ემატება ლარის კურსი ხელოვნურად ქვემოთ ჩამოწევა და ფასების კატასტროფული ზრდა - ეს კი, პირდაპი ნიშნავს იმას, რომ იძარცვებიან ჩვენი ემიგრანტები და როგორც ყოველთვის, მდიდრდებიან ბანკები და ბანკირები.
ყველაფერი კი  იმის ფონზე ხდება, როდესაც ღარიბაშვილი ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე და უმუშევრობის ისტორიულ მინიმუმზე გვესაუბრება! აი, ის ღარიბაშვილი, 5 კაციც რომ არ ჰყავს გვერდით, ვინც 2012 წლამდე ბარიკადებს იქით არ იყო.
ხოდა, ერთად არიან ახლა ყველა, ყოფილი და აწ ისევ მოქმედი მძარცველები და ხალხს რამეს უბრუნებენ კი არა, შეხმატკბილებულად ძარცვავენ, მსუყედ ჩამსხდარი  თავიანთ ქონებებში, - ამბობს ჭიჭინაძე. 

 

მსგავსი სიახლეები