"ძირს გამოუთხრის საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს "- მოსახლეობის უმეტესობა „რუსული კანონის“ წინააღმდეგი იყო

25.04.23 13:32
"ძირს გამოუთხრის საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს "-  მოსახლეობის უმეტესობა „რუსული კანონის“ წინააღმდეგი იყო

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა რუსულ კანონის მიღების წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ კანონის მიღება ძირს გამოუთხრიდა საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს. 

უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღება ძირს გამოუთხრის საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს 

  • 42% ეთანხმება 
  • 18% ნაწილობრივ ეთანხმება 
  • 7% ნაწილობრივ არ ეთანხმება 
  • 15% არ ეთანხმება 
  • 18%-მა არ იცის/უარი თქვა პასუხის გაცემაზე 

კითზვაზე, უცხოური გავლენის აგენტებზე კანონის მიღების მიზანი NGO-ებისა და ქართული მედიის გაჩუმებაა შედეგები ასეთია: 

  • 38% ეთანხმება 
  • 18% ნაწილობრივ ეთანხმება 
  • 7% ნაწილობრივ არ ეთანხმება 
  • 15% არ ეთანხმება 
  • 21%-მა არ იცის/უარი თქვა პასუხის გაცემაზე 

გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის იმასაც, რომ უცხოური გავლენის აგენტებზე კანონის მიღება საქართველოს რუსეთთან დაახლოებს 

  • 38% ეთანხმება 
  • 18% ნაწილობრივ ეთანხმება 
  • 7% ნაწილობრივ არ ეთანხმება 
  • 15% არ ეთანხმება 
  • 22%-მა არ იცის/უარი თქვა პასუხის გაცემაზე 

კითხვაზე არის თუ არა უცხოური გავლენის აგენტებზე კანონის მიღება საქართველოს ეროვნულ ინტერესებში მოსახლეობამ ასე უპასუხა:  

  • 13% ეთანხმება 
  • 13% ნაწილობრივ ეთანხმება 
  • 10% ნაწილობრივ არ ეთანხმება 
  • 40% არ ეთანხმება 
  • 26%-მა არ იცის/უარი თქვა პასუხის გაცემაზე 

IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. 

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

 

მსგავსი სიახლეები