ქოლცენტრების სკანდალი - ელისო კილაძე კეზერაშვილს ღია ბრალდებებს უყენებს
ელისო კილაძე დავით კეზერაშვილს ღია ბრალდებებს უყენებს. კილაძე ამბობს, რომ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ქოლცენტრების სკანდალის გადასაფარად, პეტრე ცისკარიშვილს 112-ში გამიზნულად დაარეკინა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები სწორედ მის ოფისში გააშვებინა. ამის შესახებ ჟურნალისტმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მომხდარს მედიის წარმომადგენელი შურისძიებას უკავშირებს და ამტკიცებს, რომ სწორედ კეზერაშვილის ხელი ურევია იმ საგამოძიებო მოქმედებებში, რომელიც მის კონტრქტორ კომპანიაში ჩატარდა.
დავით კეზერაშვილის ინტერესებში შედიოდა და მე ეს ინფორმაცია მქონდა და თანმიმდევრულად შესაძლებელია ჩაყვეთ ჩემს ფბ გვერდს, მან პეტრე ცისკარიშვილს მისცა დავალება, რომ BBC-ის სკანდალის გადასაფარად, რეალურად გაეკეთებინა ასეთი ანონიმური ზარები, ზოგი ანონიმური, ზოგი ლეგალური მის მიერ დაფინანსებული ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან, სადაც ითხოვდნენ, რომ ხალხმრავალ ბიზნესცენტრებში არის ქოლცენტრები, გამოძახებდნენ პოლიციას და შექმნიდნენ იმის იმიტიაციას, რომ საქართველოში ქოლცენტრები მუშაობს, - განაცხადა კილაძემ.