მოსახლეობის 42% თვლის, რომ მის ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს - IRI-ის კვლევა
საქართველოს მოსახლეობის 42% თვლის, რომ მის ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს - კვლევის შედეგებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ავრცელებს.
კითხვაზე, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს შედეგები ასე გადანაწილდა:
- 42% - არა
- 29%- არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც ნაწილობრივ გამოხატავს ინტერესებს
- 25% - ერთი პარტია მაინც არის, რომელიც სრულად გამოხატავს მის ინტერესებს
- 4%- არ ვიცი, ან უარი პასუხზე
IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.