IRI-ის კვლევა რუსული ოცნების დასასრულს აჩვენებს - ლევან ხაბეიშვილი
IRI-ის კვლევა რუსული ოცნების დასასრულს აჩვენებს - ასე ეხმიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის საზოგადოების აზრის კვლევის შედეგებს:
გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელიც მარტის თვეში ჩატარდა. უკანასკნელ 3 თვეში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2.5 - ჯერ გაიზარდა! ნოემბრის კვლევით - 25 % ჰქონდა "ოცნებას" და ენმ - ს 6 %. მარტის თვის კვლევით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს 14 % და "ოცნებას" 19 %. კვლევის მიხედვით სხვა პარტიებს ენმ 7- ჯერ უსწრებს. ეს კვლევა, აჩვენებს რუსული ოცნების დასასრულს! რუსმა ივანიშვილმა, ყველაზე კარგად იცის, რომ ნაციონალური მოძრაობა იზრდება და ამიტომ აბსოლუტურად ყველა ხერხით გვებრძვის! ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ასე ახლოს რუსული ოცნების დამარცხებასთან არასდროს ვყოფილვართ! და ბოლოს... ტყვეობაში, ნაწამები, სიკვდილის პირას მიყვანილი სააკაშვილი, პირად რეიტინგში უგებს ბიძინა ივანიშვილს!