არაობიექტურია, ჯობია, საერთოდ არ ჩაატარონ კვლევები - "ხალხის ძალა" IRI-ს კვლევამ გააღიზიანა
"ხალხის ძალა" საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტს უნდობლობას უცხადებს - გურამ მაჭარაშვილის ამტკიცებს, რომ კვლევის შედეგები, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, ახლოს არ არის ობიექტურობასთან.
"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასული დაჯგუფების ლიდერი IRI-ს ურჩევს, კვლევის ჩარარებაზე უარი თქვან:
ეს კვლევა არამცთუ საერთოდ ახლოს არ არის ობიექტურობასთან, საზოგადოების ინტერესიც აღარ არის. ჯობია, საერთოდ აღარ ჩაატაროს ამ ორგანიზაციამ კვლევა, ანდა თუ ჩაატარებს, შეგვიძლია, ვიჯდეთ და ვიხალისოთ ხოლმე, რაღაცა გამოთვლები ვაწარმოოთ სად ვინ მათ ფანტაზიებში ვინ გაიმარჯვებს. ვაშაძე, გირჩი და ხოშტარია, რომ გაერთიანდებიან, მათი მხარდამჭერებიანად შეიძლება,დაეტიონ პარლამენტის წინ, რომ ბუჩქებია აი იმ ბუჩქებში"- აცხადებს მაჭარაშვილი.
ანტიდასავლური გაეწრიანების წევრის გაღიზიანება კვლევის იმ ნაწილმაც გამოიწვია, სადაც მიხეილ საკააშვილმა ბიძინა ივანიშვილს რეიტინგებში აჯობა.
თუ ვინმეს ჰქონია, რომ პატიმარ სააკაშვილი არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და ნებისმიერი სხვა დღეს მოქმედი ქართული ოცნების მათ შორის ხალხის ძალის ლიდერებზე უფრო მეტი რეიტინგით სარგებლობს ეს არის მათი ფანტაზიის ნაყოფი. საერთოდ ამ ხალხს ეს ახასიათებს და ამ შემთხვევაშიც IRI ხელს უწყობს ხოლმე ჩაიკეტებიან რაღაც რამდენიმე კვადრატულში ფანტაზიებში არიან იქიდან მართავენ ქვეყანას იქ არიან ლიდერები." - თქვა მან.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის თანახმად, ოთხი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები წააგოს.
პოლიტიკურ რეიტინგებში სააკაშვილმა ივანიშვილს გადაასწრო, ზურაბიშვილმა ღარიბაშვილს, ეკლესიას ჯარმა, ხელისუფლებიდან კი ყველაზე მეტად ხალხს ირაკლი კობახიძე არ მოსწონს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ნეგატიური რეიტინგი ისტორიულ მაქსიმუმზეა.