გამოკითხულთა 77%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, საპატრიარქოს - 72%-ს - IRI-ის კვლევა

25.04.23 13:33
გამოკითხულთა 77%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, საპატრიარქოს - 72%-ს - IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოს მოქალაქეების საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს. გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად (77 %)ჯარის საქმიანობა მოსწონს. 

მეორე ადგილზეა საქართველოს საპატრიარქო, რომელიც გამოკითხულთა 72 %-ს მოსწონს, შემდეგი 63 %-ით ქართულ პოლიციაა.  62 % აქვს მედიას, 57%-ით ადგილობრივი ხელისუფლება.

  • 48 %-ს განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს,
  • 43 %-ი დადებითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას აფასებს,
  • 41 % - პრემიერ-მინიტრის ოფისს,
  • 39 % - პრეზიდენტის ადმინისტრაციას,
  • 39 % - სასამართლოებს,
  • 36% - ეროვნულ ბანკს,
  • 36% - პარლამენტს,
  • 36% - პროკურატურას,
  • 32 % კი - პოლიტიკურ პარტიებს.

IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. 

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

 

მსგავსი სიახლეები