ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს „ოცნება“ დამანგრევლად დამარცხდებოდა, ოპოზიციურ გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს - ვაშაძე
ოპოზიციურ გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. რაც უფრო დიდი იქნება ეს გაერთიანება, მით უფრო გარანტირებულია გამარჯვება - „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებს.
"ხვალ, რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს დამანგრევლად დამარცხდებოდა, "ქართული ოცნება", აი ეს არის ამ კვლევის შედეგები და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ შემდგომ არჩევნებზე ქართული ოცნება დანარცხდება და როგორც კომუნისტური პარტია, რუსეთთან დაკავშირებული ბნელეთის ძალა ჩაბარდა ისტორიულ წარსულს, ზუსტად ასევე ჩაბარდება ისტორიულ წარსულ ქართული ოცნება, რომელსაც არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს საქართველოს მოქალაქეებთან" - ამბობს გიორგი ვაშაძე.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის თანახმად, ოთხი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები წააგოს.
პოლიტიკურ რეიტინგებში სააკაშვილმა ივანიშვილს გადაასწრო, ზურაბიშვილმა ღარიბაშვილს, ეკლესიას ჯარმა, ხელისუფლებიდან კი ყველაზე მეტად ხალხს ირაკლი კობახიძე არ მოსწონს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ნეგატიური რეიტინგი ისტორიულ მაქსიმუმზეა.