ამ მოცემულობით ქართული ოცნება დასრულებულია - დეკანოიძე IRI-ის კვლევაზე

25.04.23 15:15
ამ მოცემულობით ქართული ოცნება დასრულებულია - დეკანოიძე IRI-ის კვლევაზე

 ამ მოცემულობით ქართული ოცნება დასრულებულია - ხატია დეკანოიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის შედეგებს აფასებს. 

პოლიტიკოსის თქმით, ის რომ ბიძინა ივანიშვილი საფრთხეა საქართველოს განვითარებისთვის ეს გამოკითხვის შედეგებმაც აჩვენეს. 

19 პროცენტიან პარტიას, რომ ნამდვილად არ შეუძლია შეცვალოს საქართველოს, მისი ევროინტეგრაციული მომავალი გამოაჩინა მოქალაქეების დამოკიდებულებამ ნათლად გამოაჩინა.

იგივე მოხდა 6, 7 და 8 მარტის აქციებზე, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ოპოზიციის საერთო რეიტინგს, სამუშაო ბევრია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მოცემულობით ქართული ოცნება დასრულებულია. "ოცნების" მმართველობის დასასრულს ვუყურებთ.

რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს, ყველამ,  საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ გაიგო, რომ ეს ადამიანი არის საფრთხე საქართველოს განვითარებისთვის" - ხატია დეკანოიძე.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის თანახმად, ოთხი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები წააგოს. 

პოლიტიკურ რეიტინგებში სააკაშვილმა ივანიშვილს გადაასწრო, ზურაბიშვილმა ღარიბაშვილს, ეკლესიას ჯარმა, ხელისუფლებიდან კი ყველაზე მეტად ხალხს ირაკლი კობახიძე არ მოსწონს.  მმართველი პარტიის თავმჯდომარის ნეგატიური რეიტინგი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

 

მსგავსი სიახლეები