პროევროპული ოპოზიციის ერთობლივ ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია - ბოტკოველი

25.04.23 15:24
პროევროპული ოპოზიციის ერთობლივ ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია - ბოტკოველი

 "ქართული ოცნების დამარცხება არც ისე ძნელია, როგორც შეიძლება ვინმეს წარმოედგინოს"- ასეთია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის პოზიცია. 

პოლიტიკოსი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის შედეგებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ოთხი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები წააგოს. 

"ნებისმიერი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ყველა პროევროპული ოპოზიციური პარტიის ერთობლივ ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია, თუმცა ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ყველა პარტიამ აქტიურად უნდა იმუშაოს საკუთარი პოზიციის გამყარებისთვის და ის, რომ დღეს ქართულ ოცნებას აქვს კლება და 19% რეიტინგით ამ შემთხვევაში 14%-იანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციები და სხვა დანარჩენი პარტიების მატება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქართული ოცნების დამარცხება არც ისე ძნელია, როგორც შეიძლება ვინმეს წარმოედგინოს."

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის თანახმად, პოლიტიკურ რეიტინგებში სააკაშვილმა ივანიშვილს გადაასწრო, ზურაბიშვილმა ღარიბაშვილს, ეკლესიას ჯარმა, ხელისუფლებიდან კი ყველაზე მეტად ხალხს ირაკლი კობახიძე არ მოსწონს.  მმართველი პარტიის თავმჯდომარის ნეგატიური რეიტინგი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

მსგავსი სიახლეები