იონათამიშვილი ამტკიცებს, რომ რეფორმების განხორციელების პროცესს ევროპარტნიორები დადებითად აფასებენ

25.04.23 15:32
იონათამიშვილი ამტკიცებს, რომ რეფორმების განხორციელების პროცესს ევროპარტნიორები დადებითად აფასებენ

"ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია ზედმიწევნით წარმატებით სრულდება და ამას ევროპელი პარტნიორებიც ადასტურებენ. რატი იონათამიშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია საქართველოს მტრობს, როცა ქვეყნის ევროინტერგაციის გზაზე წინსვლას განგებ აზიანებს. 

„ოცნების“ წევრი ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეყრდნობა, სადაც წერია, რომ საქართელომ ბევრ საკვანძო რეფორმაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები ისევ პრობლემატურ საკითხებად  რჩება. 

ლუქსემბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა ვიზიტის შედეგები კონკრეტულ დოკუმენტში გამოიხატა და ეს დოკუმენტი გავრცელდა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ამ დოკუმენტში პოზიტიურად არის შეფასებული იმ რეფორმების განხორციელების პროცესი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ეწევა. როგორც ჩანს, ეს კონკრეტული დოკუმენტი, რომლის ავტორებიც არიან ჩვენი ევროპარტნიორები, ძალიან არ მოეწონა ზუსტად იმ ადამიანებს, ვინც ცდილობენ, რომ აპრიორი დააზიანონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე და ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება ოფიციალური დოკუმენტაციის გადასაფარად, სხვა არაფერია თუ არა მტრობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული არჩევანის, - ამბობს იონათამიშვილი. 

„რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტი წყაროე დაყრნობით ამბობს, რომ ევროპელი პარტნიორები ილია დარჩიაშვილის ვიზიტით უკმაყოფილებო დარჩნენ. მისი ცნობით, ილია დარჩიაშვილმა 12 პუნქტთან დაკავშირებით ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა.  

მსგავსი სიახლეები