ცაგარეიშვილი: არ დაიკარგება ქალბატონი ზურაბიშვილი - გამოჩნდება და ვიღაცეების ტაშსაც მოსწყვეტს

25.04.23 15:50
ცაგარეიშვილი: არ დაიკარგება ქალბატონი ზურაბიშვილი - გამოჩნდება და ვიღაცეების ტაშსაც მოსწყვეტს

"ქართული ოცნების" წევრი გია ცაგარეიშვილი პრეზიდენტის და ივანიშვილის შესაძლო შეხვედრას ფანტასმაგორიას უწოდებს. საუბარია ოპოზიციის ეჭვზე, რომელიც ამბობს, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილმა გააჩუმა.

მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ზურაბიშვილი გამოჩნდება და ზოგ-ზოზგიერთების გულსაც კიდევ ერთხელ მოიგებს. 

თქვენ იცით ჩემზე ბევრად უფრო მეტი რამ ამ ე.წ. შეხვედრაზე, რაც არის იმგვარი ფანტასმაგორიაა, მეტი რომ არ შეიძლება. მე ვერ გეტყვით, მაგის ქრონომეტრაჟი არ დამიწესებია რამდენჯერ გამოჩნდება ქალბატონი პრეზიდენტი. არ დაიკარგება ქალბატონი ზურაბიშილი - გამოჩნდება, თქვენს გულსაც კიდევ ერთხელ მოიგებს, ვიღაცის ტაშსაც მოსწყვეტს და რა თქმა უნდა, ვირაცას შეიძლება თავიც მოაწონოს თავისი გამონათქვამებით და შედარებებით თუ მოსაზრებებით, - ამბობს ცაგარეიშვილი. 

ქვეყნის მთავარსარდალი  დუმილის რეჟიმშია. ზურაბიშვილი აღარაც ქვეყნის ევროინტეგრაციაზე და აღარც ქვეყნაში არსებულ პროტესტზე არაფერს ამბობს. ოპოზიცია ვარაუდობს რომ ის ბიძინა ივანშვლმა გააჩუმა.

მსგავსი სიახლეები