"ეტყობა გირჩის დესტრუქციულ შეხვედრებს რომ აფინანსებდნენ სტუდენტებთან, მაშინ გამოკითხეს და დაწერეს"- "ოცნების" დეპუტატი IRI-ზე
ეტყობა "გირჩის" დესტრუქციულ შეხვედრებს რომ აფინანსებდნენ, მაშინ გამოკითხეს და დაწერეს - "ქართული ოცნება" საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევებს არ ენდობა.
მეტიც დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა თქვა IRI-ს კვლევა რეალობას არ ასახავს:
"ეტყობა გირჩის დესტრუქციულ შეხვედრებს რომ აფინანსებდნენ სტუდენტებთან, მაშინ გამოკითხეს და დაწერეს ეს კვლევა. ეს არის კვლევა, რომელიც არ ეფუძნება ფაქტებს, არამედ არის უმეცარი მცდელობა, რომ იმ აღქმების დამკვიდრებას შეუწყონ ხელი, რომელიც გააცოცხლებს ნაციონალურ მოძრაობას" - თქვა მან.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის თანახმად, ოთხი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები წააგოს.
პოლიტიკურ რეიტინგებში სააკაშვილმა ივანიშვილს გადაასწრო, ზურაბიშვილმა ღარიბაშვილს, ეკლესიას ჯარმა, ხელისუფლებიდან კი ყველაზე მეტად ხალხს ირაკლი კობახიძე არ მოსწონს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ნეგატიური რეიტინგი ისტორიულ მაქსიმუმზეა.