მოსახლეობის 89% EU-ში, 80% კი NATO-ში გაწევრიანება სურს - კვლევა

25.04.23 14:32
მოსახლეობის 89% EU-ში, 80% კი NATO-ში გაწევრიანება სურს - კვლევა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა - მოსახლეობის 89% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

ქვეყნის EU-ში შესვლას მკვეთრად მხოლოდ 5% ეწინააღმდეგება.

45% ფიქრობს, რომ თუკი საქართველოევროკავშირში გაწევრიანდება მთავარი სარგებელი ეკონომიკის გაძლიერება იქნება.

ამასთან, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარ დაბრკოლებად 34% პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს, 17%- ის თქმით,  მიზეზი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა.

NATO-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 80% ემხრობა:

  • NATO-ში გაწევრიანებას სრულად 65% უჭერს მხარს
  • ნეწილობრივ 15%

IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. 

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

მსგავსი სიახლეები