პრეზიდენტი გამოჩნდა - სალომე ზურაბიშვილმა დედები სასახლეში დაიბარა
პრეზიდენტი გამოჩნდა - საჯაროდ დასმული კითხვების შემდეგ, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში დაიბარა. პრეზიდენტმა შვილების გადასარჩენად ქუჩაში გამოსულ მშობლებთან შეხვედრა რვა დღიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა.
ორბელიანის სასახლეში შეხვედრა ამ წუთებში იწყება. იქ უკვე უწყვეტი პროტესტის მონაწილეები იკრიბებიან.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ მათ პრეზიდენტს 1 წლის წინ მიმართეს, თუმცა მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ გამოხმაურებიათ.
დედები პრეზიდენტს მთავრობასთან შუამდგომლობას სთხოვენ, რომ ღარიბაშვილი დაარწმმუნონ პრეპარატი შემოიტანონს:
"ჩვენ წელიწადი და ოთხი თვის წინ მივმართეთ პრეზიდენტს, იყო მერე უახლოესი სამი თვის წინ მიმართული წერილი, სამწუხაროდ არ იყო, კი იყო გამოხმაურება, მაგრამ ადეკვატური გადადგმული ნაბიჯი არ იყო მისი მხრიდან, დღეს უკვე მშობლები ერთი კვირა ველოდით, რომ იქნებ ყოფილიყო გამოხმაურება ჩვენი საპროტესტო აქციისა და ჩვენი ამ უბედურების შემდეგ და უკვე მივმართეთ პირდაპირ ეთერში მას, როგორც დედას, როგორც ქალს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, რომ გვიშუამდგომლოს მთავრობასთან. ჩვენი განცხადებიდან რამდენიმე ხანში ძალიან მალე განხორციელდა მისი აპარატიდან ზარი და დაგვიბარეს. მოვედით აქ რამდენიმე მშობელი, გვაინტერესებს რას გვეტყვის ქალბატონი პრეზიდენტი"