ხელისუფლება დაღმავალ გზაზეა, საჭიროა, ძლიერი პოლიტიკური აქტორი - ნაცვლიშვილი კვლევაზე
ხელისუფლება დაღმავალ პალასაზეა - ასე აფასებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი IRI-ს ახალ კვლევას. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნებამ" ყველა მიმართულებით კრახი განიცადა და ახლა საზოგადოებას ძლიერი პოლიტიკური აქტორის დანახვა სჭირდება.
პირველ რიგში, ხელისუფლება არის ძალიან არაპოპულარული და დაღმავალ პალასაზეა. ამას აჩვენებს ეს კვლევა. არც არის გასაკვირი, იმიტომ, რომ მათ ჩააფლავეს ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება სახელმწიფო ცხოვრების. საზოგადოებას სჭირდება დაინახოს ცალკე აღებული, ძლიერი პოლიტიკური აქტორები, რომლებსაც შეუძლიათ კონკრეტული საკითხების და თემების ირგვლივ თანამშრომლობა, - ამბობს ნაცვლიშვილი.