"გვებრძვიან" - იაგო ხვიჩია IRI-ს კვლევაზე

25.04.23 17:27
"გვებრძვიან" - იაგო ხვიჩია IRI-ს კვლევაზე

ბრძლის ფარგლებშია გაკეთებული - ასე აფასებს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია IRI-ს კვლევასს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. პოლიტიკოს ეჭვს ის ფაქტი უჩენს, რომ კვლევაში მათი პარტიიდან არცერთი პოლიტიკოსი არ არის შეტანილი.

ამასთან, ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ თუკი კვლევა მაინც უტყუარია, ხელისუფლებამ სტრატეგია უნდა შეცვალოს. 

ეს კვლევები ძალიან კარგია თუ გჯერა, მაგრამ ამავდროულად, როცა ვხედავ, რომ პოლიტიკოსების გამოკითხვებში არცერთი ადამიანი არც არის შეტანილი ჩვენი პარტიისგან, ვგრძნობ, რომ გვებრძვიან და ზოგადად, რაღაცნაირი ბრძოლის ფარგლებშია ეს გაკეთებული და აქედან გამომდინარე, მიჭირს დავიჯერო დანარჩენი მონაცემების უტყუარობა, მაგრამ თუ ეს ყველაფერი მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეცვალოს მისი სტრატეგია, რაც აღებული ჰქონდა, - ამბობს ხვიჩია. 

მსგავსი სიახლეები