რაღაცა აერიათ... თავს ირცხვენენ - ვოლსკი IRI-ს კვლევაზე

25.04.23 17:38
რაღაცა აერიათ... თავს ირცხვენენ - ვოლსკი IRI-ს კვლევაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი IRI-ს კვლევას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ორგანიზაციას შედეგების დაწერის დროს "რაღაც აერიათ". მმართველი პარტიის წევრი კვლევას სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ გააჩნია.

სასამართლოს არ ენდობა გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ენდობა და ამვე დროს მხოლოდ ნ პროცენტს მიაჩნია, რომ სასამართლო რაიმე პრობლემას უქმნის ქვეყანას. რაღაც აერიათ მემგონი იმ ოთახში, როდესაც ამ ციფრებს და მონაცემებს წერდნენ. სამწუხაროა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც საკმაოდ კარგ პროგრამებს ახორციელებენ საქართველოში, ცდილობენ მუდმივად რამდენჯერმე წელიწადში თავი შეირცხვინონ ასეთი კვლევებით, რომელიც გვაუწყებს, რომ უახლოეს პერიოდში, ანუ 2024 წელს თუ იქნა არჩევნები, გარკვეული შანსები გამარჯვების გააჩნიათ კეზერაშვილის ფრთხის ქვეშ გაერთიანებულ კოალიციას, რომელიც შედგება ხაბეიშვილი-ვაშაძე- ხოშტარია-ჯაფარიძე-ვანომერაბიშვილი, - ამბობს ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები