ვიმედოვნებ, რომ საქართველო დემოკრატიის სტანდარტებს დაიცავს - იენ სტოლტენბერგი

25.04.23 17:55
ვიმედოვნებ, რომ საქართველო დემოკრატიის სტანდარტებს დაიცავს - იენ სტოლტენბერგი

ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააორმაგებს შიდა რეფორმებზე ძალისხმევას და დემოკრატიის სტანდარტებს დაიცავს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.

იენ სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ მოკავშირეები საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს სრულად უჭერენ. 

მოკავშირეები სრულიად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. [საქართველოს] შეუძლია ნატოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. თავის მხრივ, მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააორმაგებს შიდა რეფორმებზე ძალისხმევას და დემოკრატიის სტანდარტებს დაიცავს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომლის განცხადების ტექსტიც ნატოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

მსგავსი სიახლეები