"ოცნებამ" ყველა შესაძლო პარტნიორი გაინაწყენა - ხაბეიშვილი ევროსაბჭოში ჩაშლილ ბრიფინგზე
ენმ-ს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ევროპულ საბჭოში შარლ მიშელის და პრემიერის ერთობლივი პრესკონფერენციის ჩაშლა "ქართული ოცნების" მიერ დასავლელი პარტნიორების ლანძღვასთან არის კავშირში.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, "საქართველოს ხელისუფლებამ ყველა შესაძლო პარტნიორი და მეგობარი გაანაწყენა.
ისე იქცევა რუსული ოცნება, რომ აბსოლუტურად ყველა შესაძლო პარტნიორი გაინაწყენეს, ყველა შესაძლო მეგობარს აწყენინეს. მეტიც, ტალახი ესროლეს, ლანძღეს. არ ვიცი რის გამო გაუქმდა, მაქვს წარმოდგენა, რომ აბსოლუტურად ყველასგან იქნება ეს ხალხი დისტანცირებული და უბედურებაა, რომ ეს ხალხი წარმოადგენს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას, - ამბობს ხაბეიშვილი.
პრემიერის და შარლ მიშელის ბრიფინგი გაუქმებულია. ერთობლივი განცხადება ოფიციალურ ვებ-გვერდზე დილიდან იყო დაანსობეული, თუმცა მოულოდნელად ჩაიშალა. განცხადების ჩაშლასთან დაკავშირებით განმარტებები არ გაკეთებულა.