ხალხის განაჩენი ხელისუფლებას - "ოცნების" რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა
ხალხის პოლიტიკური განაჩენი "ქართულ ოცნებას" - IRI-ს კვლევის თანახმად, შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში ვეღარ მოვიდოდა. "ოცნების" რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა. ივანიშვილის პარტია 19 %-იანი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა.
ხალხის განწყობა აისახა პერსონალურ რეიტინგებზეც. უფრო მეტს მოსწონს სააკაშვილი, ვიდრე ივანიშვილი. ზურაბიშვილს უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ღარიბაშვილს. "ქართული ოცნებიდან" კი ხალხს ყველაზე მეტად არ მოსწონს ირაკლი კობახიძე. "ოცნების" თავმჯდომარეს ასეთი ცუდი რეიტინგი არასდროს ჰქონია.
ცვლილებებია სხვა მიმართულებითაც. პირველად რეიტინგებში ეკლესიას ჯარმა გადაასწრო.
რა უთხრა ხალხმა ხელისუფლებას და როგორ აპირებს ოპოზიცია ამ შანსის გამოყენებას, ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.