პრემიერი ისევ სკანდალში ეხვევა - შარლ მიშელმა ერთობლივი განცხადების გაკეთება გადაიფიქრა

25.04.23 20:07
პრემიერი ისევ სკანდალში ეხვევა - შარლ მიშელმა ერთობლივი განცხადების გაკეთება გადაიფიქრა

ბრიუსელში  ჩასული  ღარიბაშვილი დიდ სკანდალში გაეხვა.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად განცხადების გაკეთება  ბოლო წამს გადაიფიქრა.  რა მოხდა შარლ მიშელისა და ღარიბაშვილის შეხვედრის დროს დახურულ კარს მიღმა უცნობია. 

მძიმე მდგომარეობაში მყოფმა პრემიერმა კი დიდი უხერხულობის გადაფარვა სცადა. შარლ მიშელთან ერთად ფოტო გამოქვეყნა სათაურით "ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა".

არც ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრას ჩაუვლია მშვიდად.  ღარიბაშვილს სტოლტენბერგმა  ერთობლივი განცხადების დროს პირდაპირ მიუთითა, რომ აუცილებელია დემოკრატიული რეფორმების გატარება და რომ  ეს ქართველი ხალხის ნებაა. 

არცერთი სიტყვა საქართველოს  თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების აუცილებლობაზე- საქართველოს პრემიერმა ალიანსის გენერალურ მდივანთან აუდიენცია ამ მიზნით საერთოდ  არ  გამოიყენა. ილაპარაკა ბევრი, თუმცა  ქვეყნისთვის საჭირო არაფერი უთქვამს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები