პრეზიდენტი პოლიტიკურ კულისებში - რატომ გაჩუმდა ზურაბიშვილი?
ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში პრეზიდენტი ასპარეზიდან გაქრა. ევროპარლამენტში ისტორიული ვიზიტის ჩაშლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი საჯაროდ არ ჩნდება, დუმს და ფეისბუქზეც კი არაფერს წერს. არადა, პრეზიდენტი უმაღლესის ხელისუფლების ის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც "ოცნებას" ბოლო პერიოდში კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა და თავს საქართველოს ევროპული მომავლის გარანტად წარმოაჩენდა.
შეაშინეს თუ თავად მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკურ კულისებში გადასულიყო? ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილს "ოცნების" კრიტიკა და ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვა ივანიშვილმა აუკრძალა.
პრეზიდენტის გაჩუმება დროში ემთხვევა გავრცელებულ ინფორმაციას ოლიგარქთან შეხვედრის შესახებ, ამიტომ არსებობს ეჭვი, რომ დუმილის პირობა მას სწორედ ივანიშვილმა ჩამოართვა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ზურაბიშვილის უმოქმედობა ქვეყანას აზიანებს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.