"ოცნება" აგენტების შერაცხვის კამპანიას განაგრძობს - დავით ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეს უჩივის

25.04.23 20:36
"ოცნება" აგენტების შერაცხვის კამპანიას განაგრძობს - დავით ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეს უჩივის

რუსული კანონის ჩავარდნის მიუხედავად, აგენტებად შერაცხვის კამპანიას ხელისუფლება აქტიურად განაგრძობს. ამჯერად  დავით ზურაბიშვილის ჯერი დადგა, თუმცა ყოფილი დეპუტატი ცილისწამებისთვის  სასამართლოში სარჩელს ამზადებს. მოპასუხე ირაკლი კობახიძე იქნება, რომელმაც ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დასაცავად უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადა.

იურისტებთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია. დავის დაწყების შემთხვევაში "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს თავის განცხადებაზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა უკვე სასამართლო დარბაზში მოუწევს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილი რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები