ფაშისტურ პროპაგანდას ეწევით - ვოლსკი თავს "ტვ პირველს" ესხმის
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირწმუნება, რომ ევროსაბჭოში პრემიერის და შარლ მიშელის ბრიფინგის ჩაშლა არაფერს ნიშნავს. გიორგი ვოლსი ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის ევროპაშ ვიზიტი წარმატებულია.
ამასთან, მმართველი გუნდის წევრი თავს "ტვ პირველს" ესხმის და მას "ფაშისტურ" ქმედებაში ადანაშაულებს.
მიღებული ინფორმაცია არაფერზე არ მეტყველებს, სანამ არ იქნება კონკრეტული განცხადება გაკეთებული ამ საკითხთან დაკავშირებით. ასე რომ, ვიზიტი საკმაოდ წარმატებულია, იმის მიუხედავად , რა დოზის წყენა სუფევს ტვ პირველს კედლებს შორის და ჭერს ქვეშ. ფაშისტები ასე მუშაობდნენ, ფაშისტები ასე მართავდნენ და ფაშისტებია ასეთ პროპაგანდას ეწეოდნენ. სამწუხაროა, რომ დღეს ეს ფაშისტური პროპაგანდა, საერთოდ, რეალურად, ქვეყნის დამაზიანებელი პროპაგანდა, საქციელი არის მთავარი მახასიათებელი, რომელიც კონკრეტულ მედიასაშუალებებს გააჩნიათ, მათ შორის, ტვ პირველს, - თქვა ვოლსკიმ.