სანქციები სააკაშვილის გამო - პოლონური მედია
სანქციები „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის გამო - ამ სათაურით პოლონური მედია საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
გავლენიანი გამოცემა პირდაპირ წერს, რომ მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა იმის დემონსტრირება იქნება, რომ პოლიტიკოსებს ვინც მის მცველობას ცდილობს, პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
სტატიაში ასევე ქართული ოცნება პუტინის თანამზრახველად აცხადებს ყველას, ვინც მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილეა.
"ის, რაც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ხდება, არის საშინელი ჰიბრიდი იმ დანაშაულებისა, რომლებსაც კრემლი აწყობდა მისი მრავალი ოპონენტის წინააღმდეგ", - წერია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ პოლონელი მედიკოსები უკვე რამდენიმე თვეა მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვას საქართველოს მთავრობისგან ელოდებიან, თუმცა ხელისუფლება ამ პროცესს აჭიანურებს.
"დრო კი სააკაშვილის სასარგებლოდ არ მოქმედებს"- აღნიშნავს გამოცემა.