აგრესიული იყო, ხელს წამავლებდა ხოლმე - 77 წლის ქალი შვილიშვილის მხრიდან ძალადობაზე

26.04.23 11:00
აგრესიული იყო, ხელს წამავლებდა ხოლმე - 77 წლის ქალი შვილიშვილის მხრიდან ძალადობაზე

77 წლის ქალი 26 წლის შვილიშვილის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ საუბრობს - თავად დაზარალებული  დღეს კამერებთან გაუპატიურების ფაქტს უარყოფს. ქალი ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცი მას სახლიდან არ უშვებდა და "როცა თვრებოდა, აწუხებდა".

ბებო, მიყვარხარო და მომდევდა, მე ვერიდებოდი, იმიტომ რომ მეშინოდა, აგრესიული იყო. პოლიციას ვუთხარი, რომ მაწუხებდა და სხვა არაფერი... ხელს წამავლებდა ხოლმე. გარეთ მინდოდა გამოსვლა, თუმცა არ მიშვებდა. როცა დალევდა მაწუხებდა"- აცხადებს დაზარალებული. 

კახეთში ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით შვილიშვილი რამდენიმე საათის წინ დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ხანდაზმულ  ბებიას თავისუფლებას უკანონოდ უზღუდავდა და მასზე სექსუალურად თვეების განმავლობაში  ძალადობდა. 

შოკისმომგვრელი ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც  77 წლის ქალმა შველა მეზობლებს სთხოვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები