დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში - ოპოზიცია „მინისტრთა კაბინეტის“ გადადგომას მოითხოვს
ვნებათა ღელვა ოკუპირებულ აფხაზეთში და ე.წ. ოპოზიციის ულტიმატუმი ასლან ბჟანიას - მოთხოვნა ასეთია: თუ 14 დღის განმავლობაში დე-ფაქტო მინისტრთა კაბინეტი არ გადადგებ სოხუმში მასშტაბური აქციები დაიწყება.
ოპოზიცია ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებს და ე.წ. ხელისუფლებას ანტიეროვნულ გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს. ულტიმატუმის ვადის ათვლა დღეიდან დაიწყო.
თუ ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლება არ შეასრულებს ჩვენს ყველა მოთხოვნას და არ მოაწერს ხელს განკარგულებას ანტიეროვნული მინისტრთა კაბინეტის დათხოვნის შესახებ, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები გამოაცხადებენ ქალაქ სოხუმში პროტესტის აქციის ჩატარების თარიღს - აცხადებს თემურ გულია.