ენმ-ში დაპირიპირება გრძელდება: უკანასკნელი მატყუარა ხარ, თუ არ დაამტკიცებ, რომ ვიღაცამ ენმ-ს აგინა

26.04.23 12:44
ენმ-ში დაპირიპირება გრძელდება: უკანასკნელი მატყუარა ხარ, თუ არ დაამტკიცებ, რომ ვიღაცამ ენმ-ს აგინა

"ნაციონალურ მოძრაობაში დაპირიპირება გრძელდება -  აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი, მირდატ ქამადაძე პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს: "ტყუილების წერას, რომ ვიღაცამ ენმ-ს აგინა, იქნებ მტკიცებულება დაგედო ჯერ". 

 

ამ ტყუილების წერას, რომ ვიღაცამ ენმ-ს აგინა, იქნებ მტკიცებულება დაგედო ჯერ.

თუ არ დადებ მტკიცებულებას (სატელევიზიო კომენტარი, ფეისბუქ პოსტი, ბოლო ბოლო მოწმესაც ჩაგითვლით) იცოდე, რომ ჩვეულებრივი, უკანასკნელი მატყუარა ხარ.

დაიდოს მტკიცებულება, რომ ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე, შორენა აბაშიძე, პარტიის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ (პაარტიას აგინებდნენ)!- დაწერა ქამადაძემ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოში ნიკა მელიას მხარდამჭერები - ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე და შორენა აბაშიძე ამოიღო.

"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ენმ-ის მანდატს ვერავის მოვაპარინებ და ენმ-ს სიით, ვერც ენმ-ს მაგინებლებს ვერ ვაჩუქებთ მანდატს" - თქვა ლევან ხაბეიშვილმა გუშინ. 

მსგავსი სიახლეები