შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას - 4 პოლიტიკური პარტია თანამშრომლობისთვის მზად არის

26.04.23 13:17
შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას - 4 პოლიტიკური პარტია თანამშრომლობისთვის მზად არის

შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას - "გირჩი", "ლელო", "სტრატეგია აღამაშენებელი" და "ნაციონალური მოძრაობა" - მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. გუშინ გამოქვეყნებული IRI-ის პოლიტიკური რეიტინგები ოპოზიციისთის სიგანლია, რომ თანამშრომლობაზე საუბარი უნდა დაიწყონ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ პარტია ყველაფერს გაააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალური კონსოლიდაციისკენ წავიდეს ოპოზიციური ფლანგი.

„ყველამ უნდა ვისაუბროთ, რა ტიპის თანამშრომლობა შეიძლება შედგეს, ეს შეიძლება იყოს კოალიციური არჩევნებამდე თანამშრომლობა, არჩევნების შემდგომი თანამშრომლობა, დრო ამისთვის გვაქვს და მე არ მგონია, რომ წითელი ხაზები უნდა გავავლოთ, იმ პირობებში, როცა ვხედავთ, რომ საზოგადოებაში არის პირდაპირი დაკვეთა, რომ ჩვენ მეტად ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან. პირველი რაზეც უნდა შევთანხმდეთ, ურთიერთ თავდასხმებს უნდა მოეშვას ყველა. ჩვენ სტრატეგია აღმაშენებელი ხედავთ, რომ ჩვენ არ ვესხმით ოპოზიციურ კოლეგებს თავს და მოვუწოდებ იგივეს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაქსიმალური კონსოლიდაციისკენ წავიდეს ოპოზიციური ფლანგი“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძის თქმით, ერთიანობას ალტერნატივა არ გააჩნია.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლა მზად ვართ, რომ არჩევნებზე ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დავამარცხოთ ოლიგარქიული რეჟიმი ამ ქვეყანაში და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯი ერთიანობისკენ, იმიტომ, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ გააჩნია“- ამბობს ირაკლი ნადირაძე.

რაც შეეხება ლელოს, პარტია მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ ოპოზიციურ ძალასთან, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა, რადგან სალომე სამადაშვილის თქმით, ენმ-ს ზრდის პოტენციალი არ გააჩნია. 

IRI-ის კვლევების მიხედვით, თუ ოთხი ოპოზიციური პარტია საერთო ენას გამონახავს და გაერთიანებას მოახერხებს, მაშინ "ქართული ოცნება" არჩევნებს დიდი სხვაობით წააგებს.


 

მსგავსი სიახლეები