ნაკბენები ფეხებზე, ხელებზე და დალურჯებები სხეულზე - ადგილობრივების მტკიცებით, 77 წლის ქალს ძალადობის კვალი ეტყობა
ნაკბენები ფეხებზე, ხელებზე და დალურჯებები მთელს სხეულზე - ადგილობრივების მტკიცებით, შვილშივლის მიერ ძალადობის მცდელობის კვალი 77 წლის ქალს ახლაც ეტყობა. კახეთში, ადგილობრივები საკუთარ ბებიაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 26 წლის კაცის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ.
დანაშაული იმდენად შემზარავია, რომ მეზობლებს საუბარიც კი უჭირთ, თუმცა ხალხი ვისთანაც ხანდაზმული ქალი დახმარების თხოვნით მივიდა, შემზარავი დანაშაულის დეტალებს პირველებთან ჰყვებიან.
ადგილობრივები ამბობენ, რომ 77 წლის მოხუცს შვილშივლი ოჯახში სისტემატურად კეტავდა და მასზე ჯერ ფიზიკურად შემდეგ კი სექსუალურად სასტიკად ძალადობდა. დაზიანებების კვალი ქალმა მეზობლებსაც აჩვენა.
სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, ექსპეტიზა თბილისსა და თელავშიც ჩაუტარდა. აღენიშნება ნეკბენები, ჩაშავებები. შვილიშვილი ლოგინში უწვებოდა, ქალი ამბობდა, რომ სახლში წასვლა არ უნდოდა - ჩემმა შვილმა რამდენჯერმე ააგდო ლოგინიდანო.
შვილმა ჰკითხა, ადრეც ასე ხდებოდა? - დედამ განუცხადა, რომ რაც ბიჭი ჩამოვიდა ასეთ დღეში იყო - ლოგინში მიწვებოდა ხოლმეო". ტიტველი კაცი ბებიას გასართობად ჩაუწვებოდა?!
არ ვიცი რაზე იყო ნასამართლევი, თუმცა ორჯერ ყოფილა. ყველამ ყველაფერი იცოდა!"- ამბობს ადგილობრივი.
"პირველების" ინფორმაციით, ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დაკავებული კაცი მძიმე დანაშუალისთვის ორჯერაა ნასმაართლევი. ის ციხიდან პირობითი მსჯვარის სანაცვლოდ ცოტა ხნის წინ გამოუშვეს.
ადვოკატის თქმით, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.