ცრუ თავმჯდომარე შეგვრჩა ხელში - მირდატ ქამდაძე ხაბეიშვილზე
"ნაცმოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. რეპრესიებში დადანაშაულებულ ლევან ხაბეიშვილს თანაგუნდელები მტკიცებულებეს თხოვენ.
მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ენმ-ში ცრუ თავმჯდომარე შერჩათ ხელთ.
„მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა, რომ ერთი მტკიცებულება მაინც დაიდოს, სადაც დადასტურდება, რომ ეს ადამიანები პარტიას ლანძღავდნენ, ეს მტკიცებულება მათ არ აქვთ. ანუ ასე უბრალოდ გვაბრალებენ და ტყუილს იძახიან. თავის დროზე ჩვენს მხარდამჭერებს რომ ეგონათ, რომ თავმჯდომარეს ირჩევდნენ, ლიდერს ირჩევდნენ, სინადვილეში ცრუ თავმჯდომარე შეგვრჩა ხელში. მართალია, ისტორიულად ერთხელ ბატებმაც კი იხსნეს რომი, მაგრამ მე პირადად ცრუ და მატყუარა პოლიტიკოსების გადარჩენილი ქვეყნის არ მჯერა“ - ამბობს მირდატ ქამადაძე.
"ნაცმოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. რეპრესიებში დადანაშაულებულ ლევან ხაბეიშვილს თანაგუნდელები მტკიცებულებეს თხოვენ.
ენმ-ს თავმჯდომარემ აჭარის ორგანიზაციის წევრები პარტიის გინებაში დაადანაშულა და ამითი ბათუმის საკრებულოს მომლოდინეთა სიიდან მათი ამოღება ახსნა. ამ განცხადების გამო პარტიის წევრებმა კი თავმჯდომარეს მატყუარა უწოდეს და გინების დამადასტურებელი მტკიცებულების გასაჯაროვებაც მოსთოხვეს.