"ჩვენს დისკრიმინაციას ეწევიან" - შალვა ნათელაშვილი IRI-ს ქართულ წარმომადგენლობას უჩივის
შალვა ნათელაშვილი IRI-ს კვლევას ეხმიანება და აშშ-ს ინსტიტუტებს ბრალს "ლეობორისტული პარტიის" დისკრიმაციაში სდებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ოპოზიცონერი ლიდერის განცხადებით, უკვე 25 წელია კვლევითი ინსტიტუტები მათ წინააღმდეგ ეგზიტპოლებს აყალბებენ.
შალვა ნათელაშვილი აღნიშნულ საკითხთან დააკვშირებით სარჩელის მომზადებას აანონსებს.
გუშინ გამოქვეყნებული ე.წ. პოლიტიკურ-პარტიული რეიტინგები წარმოადგენს იმ დისკრიმინაციის გაგრძელებას, რასაც ამერიკული ინსტიტუტები ეწევიან „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ 25 წლის მანძილზე და არაფრით არ დაიღალნენ აი, ამ მუშაობის და დისკრიმინაციის შედეგად. ხან გადატრიალება და რევოლუციები მოგვიწყვეს, ხან პარლამენტიდან გამოგვყარეს, ხან როგორც პარტია აგკვკრძალეს, რეიტინგების გაყალბება, ეგზიტპოლების გაყალბება ჩვენს მიმართ უწყვეტი პროცესია და უკვე აღარ შეიძლება ამის არ თქმა მას შემდეგ გუშნ რაც წავიკითხეთ მორიგი მარაზმი.
შესაბამისად, იძულებული ვხდებით დავიწყოთ სარჩელის მომზადება აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკურ და საერთაშორისო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტების აქაური წარმომადგენლებისადმი ამერიკის სასამართლოში შესატანად, რათა ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს იმ პროცესს, რაც ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ხორციელდება, - განაცხადა ნათელაშვილმა.
IRI-ს კითხვაზე, ვის მისცემდით ხმას საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 2%-მა "ლეიბორისტული პარტია" დაასახელა.