ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ძალისხმევა თვალსაჩინოა - კალაძე
დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე პოზიტიური ნაბიჯები გადადგა და ეს ევროპელმა პარტნიორებმა ბრიუსელში, პრემიერის ვიზიტისასაც დაადასტურეს. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" ძალისხმევა 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ყველასთვის თვალსაჩინოა და ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
მოვისმინეთ მკაფიო გზავნილები, მკაფიო განცხადებები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა არის თვალსაჩინო და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმსახურებდით სტატუსს. ჩვენი მოსახლეობა ელოდება, რომ საქართველოს მიღწევები აისახება ევროკავშირის გადაწყვეტილებებში, - თქვა კალაძემ.