A კატეგორიის, 10 წელზე ნაკლები ასაკის ტაქსი ავტობუსის ზოლშიც იმოძრავებს

26.04.23 13:00
A კატეგორიის, 10 წელზე ნაკლები ასაკის ტაქსი ავტობუსის ზოლშიც იმოძრავებს

ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს არ აღემატება პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ - ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომაზე კახი კალაძემ გააკეთა.

თბილისის მერი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ქალაქში საცობების პრობლემა ნაწილობრივ შემსუბუქდება. კალაძე ამბობს, რომ საკვების დარიგება იმ ტაქსებისთვის, ვისაც ავტობუსის ზოლში გადადგილების უფლება ექნება მაისიდან დაიწყება.

„A კატეგორიის ავტომობილებს, რომლის ასაკი არ აღემატება 10 წელს პირველი ივნისად მათ ეძლევათ შესაძლებლობა არა მხოლოდ მგზავრი აიყვანონ და ჩამოსვან საავტობუსო ზოლში, არამედ იმოძრაონ საავტობუსო ზოლში. იმისთვის, რომ იდენტიფიცირებადი იყოს ასეთი საშუალებები ყველასთვის, მათ შორის მგზავრებისთვის ჩვენ შემოვიღებთ ე.წ. სტიკერები რომელთა დარიგებას უკვე მაისის თვიდან დავიწყებთ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ სადაც ავტობუსი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით“ - ამბობს კახა კალაძე.
 

მსგავსი სიახლეები